07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
შტორმი ბრიტანეთში - ძლიერმა ქარმა ნავთობის პლატფორმა ნაპირზე გამორიყა

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ნავთობის პლატფორმა ნაპირზე გამორიყა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავდა. სტიქიის დროს პლატფორმაზე მუშები არ იმყოფებოდნენ.

ბრიტანეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, ძლიერმა ქარმა პლატფორმა ბუქსირს მოწყვიტა და შოტლანდიის ნაპირისკენ წაიღო. პლატფორმაზე ასობით ტონა დიზელი იყო. საწვავის ზღვაში ჩაღვრის ფაქტი ჯერ გამოვლენილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე სპეციალისთა ჯგუფი იმყოფება და წყლის დაბინძურებაზე მონიტორინგს აწარმოებს. 

დღის ამბები