07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ვეტერანი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ვეტერანი რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელებმა და ბუშის ადმინისტრაციის მრჩევლებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი იქნება.

წერილის ავტორთა აზრით, მილიარდერი ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და შეუფერებელია იყოს მთავარსარდალი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი იარაღი - ბირთვული არსენალი აბარია. წერილს ხელს აწერს 50 რესპუბლიკელი, მათ შორის არიან მაიკლ ჰაიდენი, ტომ რიჯი, ჯონ ნეგროპონტე, რობერტ ზელიკი და ჯონ ბელინგერი.

დღის ამბები