07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
იაპონელები დღეს ნაგასაკის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ

იაპონელები დღეს ნაგასაკის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. 71 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ქალაქზე ბირთვული იერიში მიიტანა. სამგლოვიარო ცერემონია ნაგასაკიში ზარების რეკვით ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც ქალაქში 1945 წლის 9 აგვისტოს ატომური ბომბი აფეთქდა.

ნაგასაკი მეორე ქალაქი იყო, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული შეტევა განხორციელდა. პირველი ბომბი ქალაქ ჰიროსიმაში 6 აგვისტოს ჩამოაგდეს. ბირთვული დაბომბვიდან მეექვსე დღეს იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. იერიშებიდან 71 წლის შემდეგ, წელს ჰიროსიმა ბარაკ ობამამ მოინახულა და შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დღის ამბები