07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანში - ათობით დაღუპული და დაშავებული

პაკისტანში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. კვეტაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, საავადმყოფოებში კი ამ დრომდე რჩება 120 დაშავებული.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საავადმყოფოს შენობაში აიფეთქა, სადაც მოკლული ცნობილი ადვოკატის ცხედარი გადაასვენეს.

დაღუპულთა შორის 17 ადვოკატი და 2 ჟურნალისტია. ადვოკატის მკვლელობაზეც და საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზეც პასუხისმგებლობა გუშინვე აიღო თალიბანის პაკისტანურმა ფრთამ, თუმცა მოგვიანებით ანალოგიური განცხადება ისლამურმა სახელმწიფომაც გაავრცელა. ტერორისტები პაკისტანს მორიგი ტერაქტებით დაემუქრნენ. 

 

დღის ამბები