07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
დისნეის ახალი საბავშვო ფილმი 12 აგვისტოდან მსოფლიო კინოეკრანებზე გამოჩნდება

ჰოლივუდში დისნეის ახალი საბავშვო ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთ როლს რობერტ რედფორდი ასრულებს.

სურათი ”პიტის დრაკონი” დეივიდ ლოვერმა გადაიღო და 1977 წელს შექმნილი, ამავე სახელწოდების ფილმის, ახალი ვერსიაა.

რეჟისორმა სცენარი განაახლა და თანამედროვე ეფექტები გამოიყენა.

ფილმში მთავარ როლს ოუქს ფეგლი ასრულებს, რომელიც ავტოავარიას გადაურჩება და ტყეში თავის მეგობარ დრაკონთან ერთად ცხოვრობს.

”პიტის დრაკონი” მსოფლიო კინოეკრანებზე 12 აგვისტოდან გამოდის.

დღის ამბები