07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ოფიციალური ანკარა ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

ოფიციალური ანკარა ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. თურქეთის ხელისუფლება ევროპას სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღის დასახელებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრანტების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს.

განცხადება ამ თემაზე ადგილობრივი არხის ეთერში ევროკავშირთან ურთიერთობების საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ომერ სელიკმა იმ კრიტერიუმებზეც ილაპარაკა, რომელთა შესრულებას ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციისთვის ითხოვს.

მინისტრის განცხადებით, ანტიტერორისტული კანონების შეცვლა ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად დაუშვებელია, რადგან ეს ცვლილებები თავად ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

დღის ამბები