07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
რიო დე ჟანეიროში პრესის წარმომადგენლების ავტობუსს თავს დაესხნენ

რიო დე ჟანეიროში თავდასხმის შედეგადორი ადამიანი დაშავდა. ავტობუსს, რომელსაც პრესის წარმომადგენლები გადაჰყავდა, დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს. თვითმხილველთა თქმით, მათ გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ავტობუსში მინები ჩაიმსხვრა.

თავდასხმის შედეგად ავტობუსში მყოფი ბელორუსიისა და თურქეთის წარმომადგენლები მსუბუქად დაშავდნენ. ბრაზილიელ სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები