07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
რუსეთში პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ანტიტერორისტული კანონი გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე ასეული ადამიანი მოსკოვის ცენტრალურ პარკში შეიკრიბა. მომიტინგეებმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ანტიტერორისტული კანონი გააპროტესტეს.

მათი თქმით დოკუმენტი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შეზღუდავს და განსხვავებული აზრის ჩახშობას შეუწყობს ხელს. მიტინგზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მიმართა და მხარდამჭერებს აქციების მოწყობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები