07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
პორტუგალიაში ტყეები იწვის, სტიქია ადმინისტრაციულ ქალაქს უახლოვდება

პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, ტყეები იწვის. სტიქია ადმინისტრაციულ ქალაქს უახლოვდება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

პოპულარულ საკურორტო ზონაში 27 სახლი, მათ შორის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც იწვის. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

კვამლით მოწამლული ათობით ადგილობრივი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძლიერი ქარის გამო კვამლი აეროპორტის ტერიტორიაზეც გავრცელდა, რის გამოც რეისები შეფერხებით სრულდება.

რამდენიმე დღეა ტყეები იწვის პორტუგალიის ჩრდილოეთ რაიონშიც, სადაც ცეცხლის 7 კერაა და მაშველებმა მათ ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები