07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
სამართალდამცველებმა გერმანიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს. საუბარია ისლამური სახელმწიფოს წევრზე, რომელიც მედიის ცნობით, გერმანიის ტერიტორიაზე დაჯგუფების ლიდერს წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა უწყებამ ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა, თუმცა მის ვინაობას არ ახმაურებს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ტერაქტების მოწყობას გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გეგმავდა, რომელიც 26 აგვისტოს იწყება. დაკავებულის ტელეფონსა და კომპიუტერში დიდი რაოდენობით ფოტო და ვიდეომასალაა აღმოჩენილი, რომელიც სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი დედასთან შეხვედრის დროს აიყვანეს.

დღის ამბები