07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ერაყის დედაქალაქში სამშობიარო დაიწვა, რასაც 11 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში სამშობიარო დაიწვა. ხანძარს საუნივერსიტეტო კლინიკაში 11 ახალშობილი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცეცხლი გვიან ღამით კლინიკის იმ სართულზე გაჩნდა, სადაც სამშობიარო ბლოკია განთავსებული. ხანძრის შედეგად 7 ახაშობილი და 30 ქალი დაშავდა, ისინი სამკურნალოდ სხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი ვერსიით, აალება ელექტრო-გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. სამშობიაროს შენობაში დეტალების დასადგენად საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

დღის ამბები