07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს აკრიტიკებს. მევლუტ ჩავუშოღლუ თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროკავშირი შეცდომებს უშვებს და მისი ბრალი იქნება თუ ის თურქეთს დაკარგავს.

მინისტრი შეეხო თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის საკითხსაც. მისი თქმით, თავდაცვის, დაზვერვისა და დიპლომატიის სფეროებისთვის მოსკოვი და ანკარა ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას აპირებენ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმღვანელის შეფასებით, ახალი პარტნიორების ძებნა ნატო-ს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს არ ნიშნავს.

დღის ამბები