07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ხანძარი პორტუგალიაში - დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სტიქია ადმინისტრაციულ ქალაქს უახლოვდება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საკურორტო ზონაში დაიწვა 27 შენობა, მათ შორის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც. კვამლი აეროპორტის ტერიტორიაზეც გავრცელდა, რის გამოც რეისები შეფერხებით სრულდება.

რამდენიმე დღეა ტყეები იწვის პორტუგალიის ჩრდილოეთ რაიონშიც, სადაც ცეცხლის 7 კერაა და მაშველები მათ ლოკალიზებასაც ვერ ახერხებენ. 

დღის ამბები