07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
გერმანიის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა - სამიზნე სასულიერო პირები იყვნენ

გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველების სამიზნე სასულიერო პირები იყვნენ, რომლებიც სირიასა და ერაყში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირებაში არიან ეჭვმიტანილები. რეიდები დორტმუნდსა და დუისბურგში ჩატარდა.

პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ის დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრია და თავდასხმების მოწყობას გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს აპირებდა, რომელიც 26 აგვისტოს იწყება. დაკავებულის ტელეფონსა და კომპიუტერში სირიის ბრძოლების ამსახველი ვიდეო კადრები აღმოჩინეს.

დღის ამბები