07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
კოსოვოში პარლამენტში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

კოსოვოში პარლამენტში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ინცინდენტი კომიტეტის სხდომის დროს მოხდა.

როდესაც დეპუტატები მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადებოდნენ, დაუდგენელმა პირმა დარბაზში ცრემლსადენი გაზის ბალონი შეაგდო. შედეგად დარბაზში მყოფი რამდენიმე დეპუტატი და ჟურნალისტი დაშავდა.

ვარაუდობენ, რომ დანაშაული მომიტინგემ ჩაიდინა, რომელმაც პარლამენტის შენობაში შეღწევა მოახერხა.

შენობის გარეთ ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციაზე არიან შეკრებილები და კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის მიღების შემთხვევაში, კოსოვოს მონტენეგროსთვის 8 ჰექტარის მიწის გადაცემა მოუწევს.

აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობას ქვები დაუშინა.

დღის ამბები