07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
რუსეთი უკრაინას ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინას ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა დივერსიის მოწყობა სცადეს, რომლის შედეგად 2 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ერთი უკრაინელი დაკავებულია და სამართალდამცველებს აღიარებით ჩვენებას აძლევს.

მომხდარს ვლადიმერ პუტინი გამოხმაურა და განაცხადა, რომ დღევანდელ მკვლელობას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

კიევში თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელთა განცხადებით, ყირიმში მათი არცერთი თანამშრომელი არ დაუკავებიათ და მოსკოვის ბრალდებებს რუსეთის მხრიდან მორიგი მასშტაბური აგრესიის წინაპირობად აფასებენ.

დღის ამბები