07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
სირიაში მასშტაბურ ავაიერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მასშტაბურ ავაიერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. შეტევა იდლიბის რეგიონში რუსულმა ბომბდამშენებმა განახორციელეს.

გავრცელებული ცნობით, მათი სამიზნე ერთ-ერთი შენობა იყო, სადაც დაჯგუფება ჯაიშ ალ ფეტეს მეთაურთა შეხვედრა მიმდინარეობდა. ამ დაჯგუფებას თურქეთი უჭერს მხარს.

ინტერნეტით ავიაიერიშის შემდეგ გადაღებული კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჭურვები ძირითადად ბაზრის ტერიტორიასა და დასახლებაში აფეთქდა, ათობით შენობა დაინგრა.

დღეს რუსეთის ავიაციამ იდლიბის რაიონში დაჯგუფება ჯაიშ ალ ფეტეს პოზიციებზე 12-ჯერ მიიტანა იერიში. 

დღის ამბები