07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
თურქეთში ერთდროულად მომხდარ ორ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ერთდროულად ორი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 8, ხოლო დაშავებულია 50-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. პირველი აფეთქება ერაყის საზღვართან მოხდა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ჭურვები და ცეცხლი თურქი სამხედროების მისამართით გახსნეს. მცირე ინტერვალით კი მეორე აფეთქება ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარ-ბაქირში განხორციელდა, სადაც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი გააქტიურდა.

პარალელურად ანკარაში მხარდამჭერებთან გამოსულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, განახორციელოს მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის ექსტრადიცია. მას თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები