07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს კრიმინალად აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს  კრიმინალად აფასებს. ვლადიმერ პუტინმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული მხარის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩაშლილი სამხედრო იერიშის შესახებ. ამ ინფორმაციას ოფიციალური კიევი უარყოფს. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ტერორი და სახიფათო თამაშები ამჯობინა.

დღის ამბები