07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს ცინიზმი და ფანტაზია უწოდა

რუსეთის სპეცსამსახურის ბრალდებას, თითქოს უკრაინა ყირიმში დივერსიის მოწყობას აპირებდა, პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს ცინიზმი და ფანტაზია უწოდა. ევროსაბჭოსა და გაეროში უკრაინის წარმომადგენელებს შეფასებით კი, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის პროვოცირებას ცდილობს.

დივერსიის მოწყობაში რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინა გუშინ დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით მათ აღკვეთეს უკრაინელი სამხედროების ყირიმში შეჭრა და აფეთქებების მოწყობა, თუმცა შეტაკებების დროს ორი ჯარისკაცი დაკარგეს. გამოძიების ცნობით უკრაინელმა დივერსანტმა, რომელიც დააკავეს, აღიარა, რომ ყირიმში დივერსიების მოწყობას ტურისტული სეზონის ჩაშლის მიზნით გეგმავდნენ. მისი ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ დაკავებული რუსებმა გაიტაცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები