07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
კანადელმა სამართალდამცველებმა ონტარიოს რეგიონში ტერაქტი აღკვეთეს

კანადელმა სამართალდამცველებმა ონტარიოს რეგიონში ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ სპეცოპერაციის დროს 24 წლის ეჭვმიტანილი მოკლა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების მოწყობას გეგმავდა.

მოკლული აარონ დრაივერი სოციალური მედიით ისლამური სახელმწიფოს ღია მხარდაჭერის გამო ერთი წლის წინ დაკავებულიც იყო. გამოძიება სპეცოპერაციის სხვა დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ ეჭვმიტანილს თანამზრახველები არ ჰყოლია. გავრცელებული ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედა, რის შედეგადაც თვითონ და კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ კი მას მას შემდეგ ესროლა, რაც მეორე ბომბის აფეთქებას გეგმავდა.

დღის ამბები