07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ნიუ-იორკში 20 წლის მამაკაცი ტრამპ თაუერზე აძვრა

ნიუ-იორკის პოლიციამ 20 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მანჰეტენზე ტრამპ თაუერზე აძვრა. ახალგაზრდა 58 სართულიანი ცათამბჯენის 21-ე სართულზე იყო ასული, როდესაც მას სამართალდამცველი მისწვდა და შენობის შიგნით გადაიყვანა.

იმისთვის, რომ დაკავებული კიდევ უფრო მაღლა არ ასულიყო, მუშებმა ტაუერის მომდევნო სართულზე ფანჯრის მინები ამოიღეს. დაკავებული ვირჯინიის მცხოვრები აღმოჩნდა, რომელსაც დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურდა. ცათამბჯენში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი შტაბბინა მდებარეობს. ამავე შენობაში ცხოვრობს თავად პრეზიდენტობის კანდიდატიც, თუმცა ინციდენტის დროს ტრამპი ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა.

დღის ამბები