07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ვაშინგტონის გარეუბანში 4 სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშინგტონის გარეუბანში 4 სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი აფეთქებამ გამოიწვია, შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი მეხანძრეა.

მაშველებმა აფეთქების შემდეგ ალმოდებული შენობიდან 90 ადგილობრივი გაიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულ 7 ადამიანს ეძებენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები