07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საფრანგეთსა და პორტუგალიაში

ტყის მასშტაბური ხანძარი საფრანგეთში ქალაქ მარსელს უახლოვდება. ხანძარი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებში გაჩნდა და 30-მდე სახლი გადაწვა. დაშავდა 7 ადამიანი. სტიქიის ზონიდან 10 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

სამაშველო ოპერაციაში 1800 მეხანძრეა ჩართული. ცეცხლის ლოკალიზებას ავიაციის დახმარებითაც ცდილობენ. მარსელის აეროპორტში რეისების მიღება დროებით შეაჩერეს.

საფრანგეთის გარდა ტყის ხანძარს პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონებსა და კუნძულ მადეირაზეც ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიას ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს. 

დღის ამბები