07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თურქეთ-რუსეთის შეთანხმება - რუსეთი ევროპას გაზს საქართველოსა და უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის

რა გზავნილები მიიღო საქართველომ ერდოღანი-პუტინის შეხვედრიდან - ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტებმა სანკ-პეტერბურგში მიაღწიეს, გაზსადენის მშენებლობის განახლებაა.

თურქეთის ნაკადის პროექტის მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში დაკონსერვებული იყო, განახლდება. ეს მილსადენი კი რუსულ გაზს ევროპას უკრაინისა და საქართველოს გვერდის ავლით მიაწვდის. შავ ზღვაში მილსადენის გატარების ხარჯებს კი ანკარა და მოსკოვი გაინაწილებენ. 

პუტინი-ერდოღანის შეხვედრას განსაკუთრებით აკვირდებიან ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე თბილისშიც. პოლიტიკური პარტიების წარმოდგენილები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ თურქეთისა და რუსეთის გარიგებებს განსკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

კიდევ უფრო რადიკულური მოთხოვნა აქვს ყოფილ თავცდაცვის მინისტრს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რეგიონში განვითარებულ პროცესებზე უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა ჩატარებულიყო. 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები