07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ვროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინელები ყირიმის ნახევარკუნძულზე არეულობის მოწყობას არ გეგმავდნენ

ვროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდებები თითქოს უკრაინელები ყირიმის ნახევარკუნძულზე არეულობის მოწყობას გეგმავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური აკეთებს განცხადებას. ევროკავშირი მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. მოგერინის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ამ დრომდე ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ეუთო-ს მონიტორინგის მისიას წვდომა არ აქვს.

შეგახსენებთ რომ 2 დღის წინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის მეირ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს.

დღის ამბები