07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
რომის პაპმა ვატიკანის რეზიდენციაში სირიელი ლტოლვილი ბავშვები სადილზე დაპატიჟა

რომის პაპმა ვატიკანის რეზიდენციაში სირიელი ლტოლვილი ბავშვები სადილზე დაპატიჟა. მიღებას ბავშვებთან ერთად მათი მშობლები და ნათესავებიც დაესწრნენ. ბავშვების ერთი ჯგუფი იტალიაში საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირადი თვითმფრინავით ჩაიყვანეს.

მეორე ჯგუფი კი რომში მათ შემდეგ ჩავიდა. სადილი სანტა მარტას რეზიდენციაში გაიმართა და ბავშვებმა პაპი ფრანცისკე საკუთარი ნახატებით დაასაჩუქრეს.

დღის ამბები