07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნას იწყებს

რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნას იწყებს. სევასტოპოლის პორტი ორმა ხომალდმა უკვე დატოვა. ორივე გემი მართვადი რაკეტებითა და ქვემეხებითაა აღჭურვილი. ისინი დანიშნულების ადგილზე 15 აგვისტოს ჩავლენ და სწორედ ამ დღეს იწყება სწავლებებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის ფარგლებში სამხედრო ხომალდებიდან რაკეტების გაშვებას გამოცდიან.

ორივე რუსული გემი სირიის ოპერაციაში მონაწილეობდა და რუსეთის ავიაციას ზღვიდან ეხმარებოდა. ხომალდები შავ ზღვაში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება.

 

დღის ამბები