07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
თურქეთის ეროვნული ნაკრების ცნობილ ფეხბურთელს ჰაკან შუქურს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელს ჰაკან შუქურს და მის მამას თურქეთის პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ორივე მათგანის დასაკავებლად პროკურატურის მიერ ორდერი უკვე გაცემულია. გავრცელებული ინფორმაციით 44 წლის შუქური მჭიდროდ თანამშრომლობდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც ფეთჰულაჰ გიულენი ხელმძღვანელობს.

ცნობილია რომ, შუქური ოჯახთან ერთად ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ბრიტანული გამოცემა დეილი სტარის ინფორმაციით ბანგლადეშიდან თურქეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთში გაიქცა.

სამივე მათგანს თურქეთის ხელისუფლება ჰაკან შუქრის მსგავსად სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

დღის ამბები