07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
უკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, ოფიციალური მოსკოვი კი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე მსჯელობს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმსა და დონბასში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი საბრძოლო მოქმედებების ზონასა და ყირიმის საზღვართან ვითარების დაძაბვა გახდა.

საგანგებო ზომები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შემოიღეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელი დივერსანტები დააკავა, რომლებიც ყირიმში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ოფიციალურ კიევში მსგავს სცენარს გამორიცხავენ და მოსკოვს აგრესიის პროვოცირებაში ადანაშაულებენ.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი განიხილოს.

თავის მხრივ მოსკოვში კიევთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტაზე ალაპარაკდნენ.

დღის ამბები