07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
რაციონალურ არგუმენტებს ქართველი პოლიტიკოსები არ იღებენ - აგვისტოს ომის შეფასებები მოსკოვში არ მოსწონთ

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ოფიციალური თბილისის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები განაგრძობენ პროპაგანდისტული კლიშეებით ტირაჟირებას ეგრეთ წოდებული აგრესიის, ეთნიკური წმენდის, ბორდერიზაციისა და ოკუპაციის შესახებ.

"ჩვენ დიდი ხანია შევეგუეთ, რომ რაციონალურ არგუმენტებს ქართველი პოლიტიკოსები არ იღებენ"- წერია განცხადებაში. ლავროვის უწყების შეფასებით მსგავსი რიტორიკა პირველ რიგში შეურაცხმყოფელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის.

განცხადებაში ასევე ნახსენებია უკრაინის ლიდერთა შეფასებები აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. "ეს შემთხვევითი არ არის, რადგან კიევი და თბილისი ერთმანეთს ეხმარებიან უკეთ როგორ წარმოაჩინონ საკუთარი თავი რუსული აგრესიის მსხვერპლად,"- წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები