07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი მანბიჯი გაათვისუფლეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა  73-დღიანი ოპერაციის შემდეგ ქალაქი მანბიჯი, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრებს ჰქონდათ დაკავებული, გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქზე კონტროლი სრულად არის აღდგენილი. 

ISIS-მა ქალაქზე კონტროლი ორი წლის წინ დაამყარა. მანბიჯის გათავისუფლების ოპერაცია 73 დღეს გაგრძელდა. 

ქურთი მებრძოლების განცხადებით, მათ 2 ათასამდე ადამიანიც გაათავისუფლეს, რომლებსაც ისლამისტები ბოლო დღეების განმავლობაში ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

ალეპოში კი კვლავ გრძელდება ინტენსიური დაბომბვები. გავრცელებული ცნობით, აგვისტოს დასაწყისის შემდეგ რეგიონში ავიაიერიშებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. 

 

 

დღის ამბები