07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ISIS-ის ავღანეთის და პაკისტანის დაჯგუფების ლიდერი მოკლულია

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი,  ჰაფიზ საედ ხანი (Hafiz Saeed Khan), რომელიც ავღანეთის და პაკისტანის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, მოკლულია.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის ივლისის ბოლოს განხორციელებული საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 

აღსანიშნავია, რომ მისი მოკვლის შესახებ ინფორმაცია შარშან განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგაც ვრცელდებოდა, თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.  

ავღანეთში 25 ივლისს განხორციელებული საჰაერო შეტევა ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური იერიში იყო, რომელსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა, 230 კი დაიჭრა.  

დღის ამბები