07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ყირიმში დივერსიის მოწყობას უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანი, ვლადიმერ სერდიუკი, გეგმავდა - რუსეთის სპეცსამსახური

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში დაკავებულების დაკითხვის ვიდეომასალა გაავრცელა.

გამოძიების ცნობით, დივერსანტები სიმფეროპოლის აეროპორტსა და ცენტრალურ ავტოსადგურზე გეგმავდნენ აფეთქებების მოწყობას.

სპეცსამსახურებში თავდასხმების ორგანიზატორის ვინაობაც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმერ სერდიუკია.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ყირიმში უკრაინელი დივერსანტების მიერ დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთის შესახებ ინფორმაცია 10 აგვისტოს გაავრცელა. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს და მოსკოვს აგრესიის ახალი ტალღის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

ამ თემაზე პეტრე პოროშენკო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ჯოზებ ბაიდენმა მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

დღის ამბები