07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
უკრაინამ ყირიმის საზღვართან და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა

რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება კვლავ დაიძაბული რჩება. მომავალ კვირას რუსეთი ნახევარკუნძულზე სამხედრო სწავლებების ჩატარებას აპირებს. რუსეთმა ყირიმში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე გაგზავნა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს-400 ტიპის სისტემების მიწოდება წინასწარ იყო დაგეგმილი და ყირიმის ბოლოდროინდელ მოვლენებს არ უკავშირდება.

მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად კი უკრაინამ ყირიმის საზღვართან და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა.

დღის ამბები