09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე გახდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე გახდება.

ეს ინფორმაცია თავად უკრაინის შს მინისტრმა,  არსენ ავაკოვმა დაადასტურა. უკრაინული მედია ინფრომაციას სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე იქნება.

“ხელი მოვაწერე უწყისს უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს ეკატერინე ზღულაძეს. ორშაბათს შესრულდება საბოლოო ფორმალობა - მოვაწერ ხელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკატერინე ზღულაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას,” - წერს ავაკოვი.

დღის ამბები