07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
წყალდიდობა ლუიზიანას შტატში - სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა

გადაუღებელ წვიმებს ლუიზიანის შტატში მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. არის მსხვერპლიც. სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც დატბორილ თხრილში ჩავარდა.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას ნავების დახმარებით გადაყავთ.

სინოპტიკოსები რეგიონში უამინდობის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები