07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ტეხასში ერთსაათიანი დევნის ოპერაცია მასშტაბური ავარიით დასრულდა

ტეხასში ერთსაათიანი დევნის ოპერაცია მასშტაბური ავარიით დასრულდა.

სამართალდამცველებმა ჰიუსტონში დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანის გაჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა. საბოლოოდ ავტომობილი გზაჯვარედინზე რამდენიმე მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ალყაში მოაქციეს და ეჭვმიტანილი დააკავეს.

დასავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები