07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ეს არის სახელმწიფოს ბრალი - ანა ნაცვლიშვილი სტურუას თვითმკვლელობაზე

"მახინჯი სისტემა, რომელიც კლავს!" - ასე ეხმაურება საია-ის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობას. 

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ "რა არის იმის გარანტი, რომ ახლაც, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს, არ აშინებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს, - დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”. 

ანა ნაცვლიშვილი არასწორ ნარკოპოლიტიკაზე წერს და ამბობს, რომ არსებული მახინჯი სისტემა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ მოქალაქეები აშანტაჟოს.   

"გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას. შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც კლავს!" - წერს ანა ბაცვლიშვილი. 

დღის ამბები