07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ავიაკატასტროფა ვირჯინიის შტატში - დაღუპულია 6 ადამიანი

ავიაკატასტროფას ვირჯინიის შტატში 6 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებას ცდილობდა, თუმცა ბილიკის ბოლოს მეორე წრეზე წასვლა დააპირა და ამ დროს თვითმფრინავი ხეებს წამოედო და ცეცხლი მოედო.

კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ცხედრები იდენტიფიცირებისთვის რიჩმონდში გადაასვენეს. გავრცელებული ცნობით, არც ერთი მათგანი ვირჯინიის მცხოვრები არ არის.

ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები