07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ყირიმში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დააკავეს

სიმფეროპოლის სასამართლომ ყირიმში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დააკავა. დახურულ კარს მიღმა გამართულ პროცესზე ანდრეი ზახტეის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ანალოგიური გადაწყვეტილება ორი დღის წინ სასამართლომ ევგენი პანოვის მიმართაც მიიღო, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახური დივერსიული ჯგუფის კოორდინატორად ასახელებს, თავდასხმების დაგეგმვაში კი სპეცსამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელს, ვლადიმერ სერდიუკს, ადანაშალებს.

სულ დაკავებულია 10 ადამიანი. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები ტერაქტების მოწყობას სიმფეროპოლის აეროპორტსა და ცენტრალურ ავტოსადგურზე აპირებდნენ.

 

 

დღის ამბები