07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ვლადიმერ სერდიუკი ყირიმში ტერაქტების შესახებ რუსეთის ბრალდებებს უარყოფს

ვლადიმერ სერდიუკი, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახური ყირიმში ტერაქტების დაგეგმვის ორგანიზებაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს. ის აცხადებს, რომ რუსული მედიით გავრცელებულ ცნობებში ერთადერთი სიმართლე მხოლოდ მისი სახელი და გვარია. სერდიუკის თქმით, მას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო განყოფილებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და 37-ე ბატალიონში მხოლოდ ოფიცერ-ფსიქოლოგად მუშაობდა, ახლა კი, ოჯახთან ერთად, კიევში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.

უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებულად დაიძაბა, როდესაც რუსეთის უშიშროების სამსახურმა ყირიმში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთის შესახებ გაავრცელა ცნობა. ბრალდების შემდეგ მხარეებმა ყირიმის საზღვართან დამატებითი ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა განალაგეს. 

დღის ამბები