07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს

ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა გააკეთა. ბინალი ილდირიმის თქმით, გიულენი თურქეთს უნდა გადაეცეს, სადაც ის სასამართლოს წინაშე წარდგება. პენსილვანიაში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ გიულენის დაპატიმრების მოთხოვნა შეერთებული შტატების ხელისუფლებას უკვე გაუგზავნა.

დღის ამბები