07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
პოლიციელის მიერ მოკლული ფერადკანიანი მამაკაცის გამო ვისკონსინის შტატში არეულობაა

სამართალდამცველის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მასშტაბური არეულობა მოჰყვა.

23 წლის მამაკაცს პოლიციამ მას შემდეგ ესროლა, რაც ეჭვმიტანილმა მანქანის გაჩერების შემდეგ ადგილიდან მიმალვა სცადა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა შეიარაღებული იყო.

მომხდარის შემდეგ ქალაქის ქუჩებში დემონსტრანტები გამოვიდნენ და მანქანებსა და შენობებს, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურს, ცეცხლი წაუკიდეს. არეულობის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.

დღის ამბები