07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ტელეკომპანია CNN-ს მუსლიმი ოჯახი ბრალდებებს უყენებს

მიჩიგანში მცხოვრები მუსლიმი ოჯახი ტელეკომპანია CNN-ს ბრალდებას უყენებს. საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც ჟურნალისტი ისლამისტი მებრძოლის მიერ საფრანგეთში მუსლიმი ქალების გადაბირებაზე ყვება.

მიჩიგანში მცხოვრები ოჯახი ირწმუნება, რომ რეპორტაჟში გამოყენებულ კადრებში მათი ოჯახის წევრიც ჩანს, თუმცა ქალს ისლამურ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გავრცელებული ცნობით, ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა CNN-ს რეპორტაჟიდან ვიდეოკადრები ამოაღებინა, თუმცა ოჯახში ფიქრობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათ უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

დღის ამბები