07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
რამდენიმე თვის შემდეგ ფიდელ კასტრო ტელეკამერებმა თავის დაბადების დღეზე დააფიქსირეს

ფიდელ კასტრო 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ღონისძიება ჰავანის თეატრში გაიმართა და მას კუბის ამჟამინდელი ლიდერი რაულ კასტრო და ვენესუელის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ.

აპრილის შემდეგ ფიდელ კასტრო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. წვეულებაზე კუბის რევოლუციის ლიდერის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები უჩვენეს.

ჰავანის ქუჩებში ფიდელ კასტროს დაბადების დღის აღსანიშნად მასშტაბური კონცერტიც გაიმართა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები