07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში ISIS- ის პოზიციები დაბომბეს​

რუსულმა ავიაციამ სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებმა შეტევა დეირ ალ ზურში განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიშების შედეგად ტერორისტების მართვის ორი პუნქტი და 6 საწყობი გაანადგურეს, სადაც საბრძოლო მასალასთან ერთად, მძიმე ტექნიკაც ინახებოდა.

პარალელურად, მოსახლეობამ ისლამისტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ მანბიჯში დაბრუნება დაიწყო.

ქალაქზე კონტროლი სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, შეერთებული შტატების ავიაიერიშების დახმარებით, ორი დღის წინ აღადგინეს.

 



დღის ამბები