07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ამერიკის სამ შტატში სტიქია მძვინვარებს - ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლუიზიანაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა დატბორილი სახლებიდან და მანქანებიდან, ავიაციის დახმარებით, ათასობით ადამიანი გამოიყვანეს.

მეტეოროლოგები რეგიონში უამინდობის გაგრძელებას მომდევნო კვირის განმავლობაშიც ვარაუდობენ. ლუიზიანის გარდა, გადაუღებლად წვიმს მეზობელ ალაბამისა და მისისიპის შტატებშიც.

დღის ამბები