07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
შვეიცარიაში მატარებელზე თავდამსხმელი და ერთი დაზარალებული დაიღუპნენ

შვეიცარიაში მატარებელზე თავდამსხმელი და ერთი დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპნენ. პოლიციის ცნობით, მიყენებული ჭრილობებისგან დღეს კლინიკაში 34 წლის ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც 27 წლის თავდამსმხელის გადარჩენა შეძლეს. საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება კიდევ 5 დაშავებული, ორი მათგანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.

თავდასხმა სალეზის რკინიგზის სადგურთან გუშინ საღამოს მოხდა. დანით შეიარაღებულმა პირმა მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

დღის ამბები