07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
35 დაიღუპული და 25 დაშავებული - სირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა

35 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა სირიისა და თურქეთის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ალ-არაბია ავრცელებს. სირიის სოფელ ატმეს მახლობლად, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს თურქეთიდან სირიის მიმართულიებით ოპოზიციური დაჯგუფება სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლები გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

დღის ამბები